15:03 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-29 14:33:14, 494 ნახვა

პოლიტიკა
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ცნობით, 24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კერძო კომპანიის დირექტორია, რაც კანონით აკრძალულია. ორგანიზაციის განცხადებით, კანონით, ეს მაღალჩინოსნები თანამდებობიდან დღესვე უნდა გათავისუფლდნენ. 

"მერი, მერის მოადგილეები, საკრებულოს მაღალჩინოსნები, სახელმწიფო სსიპ-ების უფროსები საჯარო სამსახურის პარალელურად კერძო კომპანიებს ხელმძღვანელობენ, რაც კორუფციის რისკის გამო კანონით მკაცრადაა აკრძალული. მოქმედი ანტიკორუფციული კანონმდებლობის თანახმად, საჯარო სამსახური (მათ შორის თანამდებობაზე ყოფნა) და სამეწარმეო სუბიექტის დირექტორობა ერთმანეთთან შეუთავსებელი საქმიანობებია.

კანონი ახალ თანამდებობის პირს აძლევს 10-დღიან ვადას, რათა მან დათმოს სამეწარმეო სუბიექტის დირექტორობა - წინააღმდეგ შემთხვევაში კი მან უნდა დატოვოს საჯარო სამსახური". - წერია TI-ს განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, მათ გამოავლინეს 24 მოქმედი მაღალჩინოსანი, რომლებიც კანონის დარღვევით დღემდე ბიზნესის დირექტორებად რჩებიან:

  1. მერაბ ბექაია - ისნის რაიონის გამგებლის მოადგილე - შპს ჰიდრავლიკ სერვისი +;
  2. ნინო ვაშაკიძე - თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე -  შპს ბიდარა 2024 და შპს ილ გუდაური;
  3. გურამ საღარაძე - საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველოს უფროსი - შპს კოსპოტ;
  4. შოთა ანდრიაძე - მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - შპს აიპისი;
  5. თამთა ყველაიძე - ღვინის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე - შპს ვაინ ივენთს ენდ ქონსალთინგ;
  6. თემურ გასვიანი - აფხაზეთის ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე - შპს სტრადა;
  7. არჩილ ჯაყელი სსიპ-აფხაზეთის ა/რ მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე - შპს კონკა და შპს სამშენებლო კომპანია ივერონი;
  8. გიორგი ნაჭყებია - მარტვილის მერი - შპს ბუდული;
  9. ბერდია ჩანქსელიანი - სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე (ამბროლაური, ლენტეხი, ონი, ცაგერი) შპს ჩანქსელიანების მარანი;
  10. მიხეილ ტარახჩევი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილე - შპს ინფორმ-მობილ საქართველო, შპს მაი კავკასია და შპს ქსუჯოუს დაზგა დანადგარები საქართველო;
  11. ვალენტინა ნავერიანი - ბოლნისის მერის მოადგილე -  შპს ლევნლი;
  12. გიორგი დოლიძე - წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - შპს ვიქტორია;
  13. ჯაბა ხოზრევანიძე - ადიგენის საკრებულოს ფრაქცია ხალხის ძალის თავმჯდომარე - შპს ბლები;
  14. გიორგი შავრეშიანი - ლენტეხის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე - შპს ტვიბი-001;
  15. არჩილ ჩაჩანიძე - ხაშურის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე - შპს ტრანზიტ სერვისი 888 და შპს ტრაპიზონტრანსპორტ-კომპანი;
  16. მამუკა სინაურიძე - ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ხალხის ძალის თავმჯდომარის მოადგილე - შპს არტ გრუპი რუსთაველი;
  17. ირაკლი ძაძამია - წალენჯიხის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე - შპს გლობალ ბილდინგ გრუპი;
  18.  ნოდარ ასათიანი - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე - შპს ასანი ქონსთრაქშენი;
  19. ოთარ სულაშვილი - წყალტუბოს საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე - შპს პრომეთე;
  20. უჩა ხუციშვილი - ყაზბეგის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე - შპს თეიქ ენერჯი;
  21. გიორგი ღიბრაძე - ბოლნისის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი - შპს გ და ნ ბიზნეს ჯგუფი და შპს პაგი;
  22. სოლომონ ღორაშვილი - დედოფლისყაროს მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი - შპს მირზაანი;
  23. როლანდ აბულაძე - ხულოს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი - კოოპერატივი აჭარის თემი;
  24. ბიძინა მექვევრიშვილი - ახმეტის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე - კოოპერატივი მაღრაანი აგრო

TI წერს, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლი საჯარო მოხელეს სამეწარმეო საქმიანობასა და კომპანიის ხელმძღვანელობას მკაცრად უკრძალავს, რადგან საჯარო და კერძო ინტერესების აღრევა პირდაპირ აჩენს ელიტური კორუფციის რისკს. თანამდებობის პირს მხოლოდ წილის ან აქციების ფლობის უფლება აქვს.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics