|
2017-05-19 16:47:23, 2090 ნახვა
სამართალი კომენტარი
მამალაძის ადვოკატი: იმედი მაქვს, მომავალ სასამართლო პროცესზე დავბრუნდებით
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს იმედი აქვთ, რომ მომავალ სასამართლო პროცესზე დაბრუნდებიან. როგორც ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებულის მოთხოვნა იყო, რომ მათაც დაეტოვებინათ სასამართლო პროცესი და ისინი დასაცავის ინტერესების საწინააღმდეგოდ ვერ წავიდოდნენ. „მამა გიორგი მამალაძემ დატოვა პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი. იქვე მოგვიწოდა ჩვენ, მის ადვოკატებს, დაგვეტოვებინა დარბაზი. სისხლის სამართლის პროცესიდან გამომდინარე, ადვოკატებს აქვთ უფლება, დასაცავის ინტერესების საწინააღმდეგოდ წავიდნენ, მაგრამ მე რომ წავიდე მის წინააღმდეგ, იმოქმედებს ეთიკის კომისია, რომელიც მეტყვის, თუ რატომ წავედი ჩემი დასაცავის წინააღმდეგ. შესაბამისად, დავტოვე სასამართლოს სხდომა. მიმაჩნია, რომ ეს არის ერთჯერადი. იმედი მაქვს, დავბრუნდებით მომავალ სასამართლო პროცესზე“,-განაცხადა ადვოკატმა. ფანცულაიასთვის უცნობია, დაბრუნდება თუ არა მომავალ სხდომაზე თავად ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე, თუმცა იმედოვნებს, რომ ის მიიღებს სხდომაში მონაწილეობას. „ეს იყო გიორგი მამალაძის მხრიდან პროტესტი. ჩვენ არ გვქონდა უფლება, დავრჩენილიყავით. სასამართლოს სხდომა იმიტომ დაიხურა, რომ გიორგი მამალაძე ვერ გატეხეს პირადი ცხოვრების მუქარით, ვერც ბრალის დამძიმებით და დახურულ სხდომაზე იმედი აქვთ, სასურველ განაჩენს გამოიტანენ“,-აღნიშნა ფანცულაიამ.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)