15:54 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 14:14:01, 2117 ნახვა

სამართალი
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირებისთვის საჭირო ახალი აღჭურვილობა გადაეცა

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის –„საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაუმჯობესება საზღვრისა და მიგრაციის მართვის სფეროში“ – ფარგლებში, სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირებისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობა საჩუქრად გადასცა.

შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, გოგა რაზმაძემ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელმა, ილიანა დერილოვამ აღჭურვილობის გადაცემის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

„რეგულას“ ფირმის, დოკუმენტების ინსპექტირების 50 ერთეული მოწყობილობა საქართველოს ყველა სასაზღვრო გამტარ პუნქტში განთავსდება. ახალ აღჭურვილობას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ის თანამშრომლები გამოიყენებენ, რომლებიც სასაზღვრო გამტარი პუნქტების პირველ ხაზზე მუშაობენ.

პროექტის ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელშეწყობით, დოკუმენტების როგორც პირველადი, ასევე, მეორადი ინსპექტირების კუთხით შესაძლებლობების განვითარების მიზნით, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა.

პროექტს – „საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაუმჯობესება საზღვრისა და მიგრაციის მართვის სფეროში“ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) 2013 წლიდან ახორციელებს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics