|
2017-05-10 15:30:10, 2058 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია, გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალური კვირეულის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციის - „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენლობის ინიციატივით ჩატარდა. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ თქვენთან ერთად, კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისკენ - ჩვენი და არამარტო ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. ამავე იდეას ემსახურება საქართველოს შს სამინისტროს მიერ 1 წლის წინ დაწყებული კამპანია - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“. ჩვენი კამპანიის ფარგლებში, ამჟამად საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული მიმდინარეობს, რომელიც უერთდება გაერო-ს გლობალურ ინიციატივას - „შეანელე“. მე ყველა იმ ადამიანის გვერდით ვარ და ვიქნები, ვინც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საქმეში თუნდაც მცირე წვლილს შეიტანს, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ეს ის გამოწვევაა, რომლის წინააღმდეგაც ყველა უნდა გავერთიანდეთ და ერთად ვიმოქმედოთ. ჩემთვის დასავლური ღირებულებები სწორედ ასეთი შეგნებიდან იწყება და იმედი მაქვს, რომ ამ სულისკვეთებას ყველა გაიზიარებს“, - განაცხადა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი მღებრიშვილმა. ღონისძიებაში საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ნილს სკოტი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი - გიგლა აგულაშვილი, საქართველოში შვეიცარიისა და პოლონეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თბილისის მერიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონფერენციის მიზანი იყო საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების და სამომავლო გეგმების განხილვა.
(NS)
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)