10:43 - 17 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-09 16:15:31, 2253 ნახვა

მსოფლიო
უკრაინაში „უკვდავი ლეგიონის“ წევრებსა და ნაციონალისტებს შორის შეტაკება მოხდა

უკრაინაში „უკვდავი ლეგიონის“ წევრებსა და ნაციონალისტებს შორის შეტაკებები მოხდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, კიევში ინციდენტის შედეგად ერთი პოლიციელი დაშავდა, რომელსაც ნაციონალისტების პარტიის ოფისიდან ნასროლი საგანი მოხვდა.

არსენალის მოედანზე შეკრებილი ადამიანები მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებს პატივს მიაგებდნენ, რა დროსაც მოედანზე „უკვდავი ლეგიონის“ წევრები სამხედრო სიმღერებით მივიდნენ. 

პარალელურად, მოედანზე გამოჩნდნენ ნაციონალისტები, რომლებსაც ხელში უკრაინელი ნაციონალისტის სტეფან ბანდერას სურათები ეჭირათ და უკრაინულ სიმღერებს მღეროდნენ. ნაციონალისტებმა „უკვდავი ლეგიონის“ წევრების მიმართულებით ეკვამლის ყუმბარები ისროლეს. 

როგორც BBC წერს, კიევში უსაფრთხოების ზომებს 7 ათასამდე სამართალდამცველი იცავს. უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ „უკვდავი ლეგიონის“ წევრები ხალხის გრძნობებზე პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: ნეთანიაჰუს კრიტიკა F-35-ის თურქეთისთვის შესაძლო გადაცემის შესახებ ტრამპს აღაშფოთებს
რუსეთმა თურქული ატმის იმპორტი აკრძალა მას შემდეგ, რაც ანკარა უკრაინისთვის გარანტიებს შეუერთდა
უკრაინამ ქერჩის რკინიგზის კვანძს დაარტყა და შავ ზღვაში რუსულ ტანკერებს შეუტია
აშშ-მ სამხრეთ ირანში ხიდები დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics