10:43 - 17 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-09 15:14:58, 2550 ნახვა

მსოფლიო
სამხრეთ კორეაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

სამხრეთ კორეაში, ყოფილი ლიდერის კორუფციული სკანდალის შემდეგ, ახალ პრეზიდენტს ირჩევენ.

ლიბერალი, მუნ ჯეი–ინ, კონსერვატორი ჰონგ ჯუნ–პიოს ყველაზე ძლიერი კონკურენტია.

როგორც BBC წერს, მუნ ჯეი–ინის გამარჯვების შემთხვევაში, სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეის მიმართ, სავარაუდოდ, კურსს შეიცვლის, რადგან ლიბერალი კანდიდატი მეზობელთან ურთიერთობების გაფართოებას გეგმავს, თუმცა ამომრჩევლების უმთავრეს ინტერესს ქვეყნის ეკონომიკა და კორუფციის აღმოფხვრა წარმოადგენს.

არჩევნები სამხრეთ კორეის დროით საღამოს 8 საათზე დასრულდება, თუმცა წინასწარი შედეგების მიხედვით 41.4%–ით პრეზიდენტობის ლიბერალი კანდიდატი – მუნ ჯეი ინი ლიდერობს, ხოლო მის კონკურენტს –ჰონგ ჯუნ–პიოს ხმების 23.3% აქვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: ნეთანიაჰუს კრიტიკა F-35-ის თურქეთისთვის შესაძლო გადაცემის შესახებ ტრამპს აღაშფოთებს
რუსეთმა თურქული ატმის იმპორტი აკრძალა მას შემდეგ, რაც ანკარა უკრაინისთვის გარანტიებს შეუერთდა
უკრაინამ ქერჩის რკინიგზის კვანძს დაარტყა და შავ ზღვაში რუსულ ტანკერებს შეუტია
აშშ-მ სამხრეთ ირანში ხიდები დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics