|
2017-05-08 00:13:49, 2241 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი: ვემსახურები ჩემ სახელმწიფოს, გაუმარჯოს რესპუბლიკას, გაუმარჯოს საფრანგეთს
დემოკრატიული არჩევნების შედეგად, დღეს თქვენ ნდობა გამომიცხადეთ, ეს ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ჩემთვის, მინდა მადლობა გადაგიხადოთ,- ამის შესახებ ემანულ მაკრონიმ შტაბში სიტყვის გამოსვლის დროს განაცხადა. მაკრონის თქმით, ის საფრანგეთს, მის იმიჯსა და ადგილს საერთაშორისო არენაზე დაიცავს. „ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო. დემოკრატიული არჩევნების შედეგად, დღეს თქვენ მე ნდობა გამომიცხადეთ,ეს ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ჩემთვის , მინდა მადლობა გადაგიხადოთ. მადლობას ვუხდი ყველას ვინც მხარი დამიჭირა საარჩევნო უბანთან . გპირდებით , რომ ამ წუთიდან დაწყებული მთელს ჩემს ძალისხმევასა და ენერგიას ჩვენს ქვეყანას მოვახმარ.მინდა მივმართო ჩემ მეტოქეს, ქალბატონ ლე პენს. ჩვენი ერის დაყოფას საზოგადოების რადიკალიზაციამდე მივყავართ, ხალხი გამოხატავს აგრესიას, შეშფოთებას, მრავალი მათგანი საუბრობს თავის ტკივილზე და ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა მოვუსმინოთ მათ, დავიცვათ ისინი. გამოვასწოროთ უთანასწორობის ყველა გამოვლინება ჩვენს საზოგადოებაში და ერთად გამოვაწრთოთ ჩვენი ერის ერთიანობა. ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენი შვილების წინაშე, უნდა ვუზრუნველვყოთ მათი მომავალი. დავიცავ საფრანგეთს, მის იმიჯსა და ადგილს საერთაშორისო არენაზე. დავიცავ საერთო ფასეულობებს და მხარს დავუჭერ კავშირებს საფრანგეთსა და გაერთიანებულ ევროპას შორის.საფრანგეთის ფასეულობები ეს არის საერთაშორისო თანამშრომლობა, ეს არის ბრძოლა კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ, საფრანგეთი დგას პირველ რიგში, ტერორიზმთან ბრძოლაში და ჩვენ ამ პირველ რიგებში დავრჩებით იქამდე, ვიდრე არ გავიმარჯვებთ. ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, დღეს საღამოს ჩვენ ისტორიაში ახალი ფურცელი იშლება. მინდა გითხრათ, რომ ეს ახალი გვერდი იმედით იწერება. ვემსახურები ჩემ სახელმწიფოს, გაუმარჯოს რესპუბლიკას, გაუმარჯოს საფრანგეთს“,- განაცხადა ემანუელ მაკრონმა. ცნობისთვის, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგების თანახმად, ემანუელ მაკრონმა ხმების 65.5 % მიიღო, ხოლო მარინ ლე პენს ამომრჩეველთა ხმების 34.5 %-აქვს.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)