|
2015-04-11 10:38:31, 549 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა ვატიკანში ვიზიტი შეაჯამა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვატიკანში ვიზიტი შეაჯამა. ქვეყნის პირველმა პირმა მის უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკესთან და წმინდა საყდრის სახელმწიფო სამდივნოს წარმომადგენლებთან შეხვედრები შეაფასა და ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „დღეს გვქონდა აუდიენცია მის უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკესთან. ვფიქრობ ეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იყო. რომის პაპთან საქართველოს ისტორიული როლის, იმ უნიკალური კულტურისა და განსაკუთრებული მისიის შესახებ ვისაუბრეთ, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ასრულებდა რეგიონში. ხაზგასმით აღვნიშნეთ ის ღირებულებები, რისთვისაც საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო. განვიხილეთ ის სირთულეებიც, რაც ქართულ-ევროპულ არჩევანს დღეს თან ახლავს. შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა საქართველოს მომავალ როლზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფისათვის, ასევე ყურადღება გავამახვილეთ იმ პრობლემების გადაწყვეტის გზებზეც, რომლებიც აუცილებელია კაცობრიობის მშვიდობიანი განვითარებისათვის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. გიორგი მარგველაშვილმა წმინდა საყდართან ვიზიტის დასასრულს, მაკა ჩიჩუასთან და ქართულ დელეგაციასთან ერთად, კულტურული ღონისძიების ფარგლებში წმინდა პეტრეს ტაძარი მოინახულა და ვატიკანის მუზეუმი დაათვალიერა.
პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო საქმის განხილვა 26 ოქტომბერს გაგრძელდება
განსაკუთრებით დიდი ოდენობის კორუფციაზე დაჭერილ მაღალჩინოსან მიქაუტაძეს რეჟიმმა საპროცესო გაუფორმა
რუსთაველის თეატრთან დატბორვა არ უკავშირდება გამზირის სარეაბილიტაციო პროცესს – GWP
რუსეთმა სამხედრო ტყვეების ახალი გაცვლის შესახებ 270 270-ის ფორმულით გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)