|
2017-05-01 12:43:54, 2200 ნახვა
მსოფლიო
ტონი ბლერი Brexit-ის გამო პოლიტიკაში ბრუნდება - „ხელების დასვრაა საჭირო და მე ამას გავაკეთებ“
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლით შეშფოთებულია და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიღებას გეგმავს, - ამის შესახებ The Mirror იუწყება. როგორც ბლერმა აღნიშნა, მას მნიშვნელოვან მომენტში ჩუდამ ყოფნა არ სურს. "ეს იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ ქვეყნის ბედი არ მაინტერესებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. Brexit ჩემთვის მოტივაცია იყო პოლიტიკაში დასაბრუნებლად. ხელების დასვრაა საჭირო და მე ამას გავაკეთებ", - აღნიშნა ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა. მისივე თქმით, Brexit-მა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ქვეყანას. ცნობისთვის, თებერვალში ბლერმა აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას და განაცხადა, რომ ბრიტანელებს უნდა ჰქონდეთ უფლება Brexit-ის შესახებ აზრი შეიცვალონ. ტონი ბლერი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს 1997-დან 2007 წლამდე იკავებდა. შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, სურდა თუ არა ევროკავშირის დატოვება, ან გაერთიანებაში დარჩენა. რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ - 51.9%-მა მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48.1% საერთაშორისო ორგანიზაციიდან გასვლის წინააღმდეგი იყო. მიმდინარე წლის 29 მარტს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროსაბჭოს ხელმძღვანელს დონალდ ტუსკს წერილი გაუგზავნა, სადაც აცნობა, რომ დაწყებულია ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ევროგაერთიანებიდან 2019 წლის 29 მარტს უნდა გამოვიდეს. თუმცა, არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი, ვინაიდან 50-ე მუხლი 2009 წელს შეიქმნა და ის ამ დრომდე არავის გამოუყენებია. Brexit-ის დასასრულებლად საჭიროა, რომ შესაბამისი შეთანხმება 27 ქვეყნის ეროვნულ პარლამენტებშიც შედგეს, რასაც, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება. დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მდივანი ფილიპ ჰემონდი ამბობს, რომ პროცესი, შესაძლოა, 6 წელს გაგრძელდეს.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)