17:06 - 23 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-07 18:29:22, 523 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა დავით სერგეენკო წმინდა გიორგის სახელობის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჯანდაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა. 

სერგეენკოს ორდენი ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ჯანდაცვის სისტემაში წარმოებული რეფორმებისა და პროგრამების წარმატებით განხორციელებასა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის გადაეცა. 

„დღეს არის ჯანდაცვის საერთაშორისო დღე და გვაქვს პატივი ვუმასპინძლოთ ამ სფეროს გამოჩენილ მოღვაწეებს.  ყველას გილოცავთ. მინდა მადლობა გითხრათ იმისათვის, რასაც თქვენ და თქვენი კოლეგები ყოველდღიურად აკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის. შვებას გვაძლევთ ურთულეს მომენტში და განსაკუთრებით მინდა  ათასობით ადამიანის სახელით მადლობა ვუთხრა ჯანდაცვის მინისტრს იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში მისი მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგად მრავალ ათას ადამიანს შვება მიეცა. მთავრობის კოლეგიალური მუშაობის გარეშე რა თქმა უნდა მიღწევები შეუძლებელი იქნება.  ჯანდაცვის სამინისტრომ ჯანმრთელობის დაცვის კუთხით რევოლუციური ნაბიჯები გადადგა.  დავით სერგეენკოს მადლობას ვუხდი.  მისი საქმიანობა და მისი დიდი ღვაწლი აღინიშნა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დათო ტურაშვილი განათლებაზე, წიგნებსა და შვილიშვილთან ურთიერთობაზე
ბაზისბანკმა Citibank-ში აშშ დოლარის საკორესპონდენტო ანგარიში გახსნა
რუსმა ოლიგარქმა, პირს მორგანთან ინტერვიუში მოუწოდა პუტინს, უკრაინაზე ბირთვული ბომბი ჩამოაგდოს
პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო საქმის განხილვა 26 ოქტომბერს გაგრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics