17:11 - 23 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-23 16:53:49, 406 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკმა Citibank-ში აშშ დოლარის საკორესპონდენტო ანგარიში გახსნა

ბაზისბანკმა აშშ-ის გლობალურ ფინანსურ ინსტიტუტში, Citibank-ში, აშშ დოლარის საკორესპონდენტო ანგარიში გახსნა. აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბანკის საერთაშორისო ქსელის გაფართოებისა და განვითარების გზაზე, რაც ხელს უწყობს გლობალურ ფინანსურ ინსტიტუტებთან სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას.

Citibank-თან პარტნიორობა მნიშვნელოვნად აძლიერებს ბაზისბანკის შესაძლებლობებს აშშ დოლარში საერთაშორისო ანგარიშსწორების მიმართულებით, აფართოებს საგადახდო არხებს და მომხმარებლებისთვის საერთაშორისო ტრანზაქციების ეფექტიანობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.

საერთაშორისო ქსელის გაფართოება და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება ბაზისბანკის გრძელვადიანი განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გლობალურ ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით ბანკი ქმნის ახალ შესაძლებლობებს საერთაშორისო ბიზნესის, საგარეო ვაჭრობისა და გლობალური ფინანსური მომსახურების მხარდასაჭერად.

„Citibank-ში აშშ დოლარის საკორესპონდენტო ანგარიშის გახსნა ბაზისბანკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ეს თანამშრომლობა არა მხოლოდ ადასტურებს ჩვენი ბანკის მიმართ საერთაშორისო ნდობას, არამედ პირდაპირ აისახება ჩვენი მომხმარებლების მომსახურების ხარისხზე. ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ აშშ დოლარში ანგარიშსწორების კიდევ უფრო სწრაფ, უსაფრთხო და მოქნილ შესაძლებლობას. განვაგრძობთ საერთაშორისო ქსელის განვითარებასა და სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი მომხმარებლების საქმიანობასა და განვითარებას საერთაშორისო ბაზრებზე.”- ბაზისბანკის ფინანსური დირექტორი, ლია ასლანიკაშვილი.

 

ბაზისბანკ ჯგუფის შესახებ

2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-ზე მეტი ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.

2026 წლის 9 თვის ფინანსური მონაცემებით, ბაზისბანკ ჯგუფის აქტივები 12.4 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7.9 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 9.4 მლრდ ლარი. ჯგუფის 2026 წლის 9 თვის წმინდა მოგებამ 178.6 მილიონი ლარი შეადგინა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
დათო ტურაშვილი განათლებაზე, წიგნებსა და შვილიშვილთან ურთიერთობაზე
ბაზისბანკმა Citibank-ში აშშ დოლარის საკორესპონდენტო ანგარიში გახსნა
რუსმა ოლიგარქმა, პირს მორგანთან ინტერვიუში მოუწოდა პუტინს, უკრაინაზე ბირთვული ბომბი ჩამოაგდოს
პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო საქმის განხილვა 26 ოქტომბერს გაგრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics