|
2015-04-06 12:42:37, 441 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთის თავდაცვის მინისტრს მირჩეა დუშას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთის თავდაცვის მინისტრ მირჩეა დუშას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები თავდაცვის სფეროში საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობა და ნატო-სა და ევროკავშირთან ურთიერთობა იყო. რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაურს, რუმინელი კოლეგის, ვიქტორ პონტას მოკითხვა გადასცა და აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტით მოხარულია. მხარეებმა რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტსა და მასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრეს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო განუხრელად მიჰყვება ევროპული ინტეგრაციის კურსს, რაც საერთო ეროვნულ არჩევანს წარმოადგენს. გარდა ამისა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტური იმპლემენტაციის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთის თავდაცვის მინისტრს პროცესში აქტიური ჩართულობისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას ასევე რუსეთთან დეესკალაციის პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის პარალელურად ახორციელებს და აღნიშნა, რომ პოზიტიური დინამიკა ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებში, პოლიტიკურ ვითარებას არ ცვლის. პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმებთან „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ე.წ შეთანხმებების ხელმოწერასთან დაკავშირებით. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უკრაინაში განვითარებული მოვლენები. შეხვედრის დასასრულს ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთის თავდაცვის მინისტრი მოიწვია საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც ბათუმში 25-27 ივნისს გაიმართება.
დათო ტურაშვილი განათლებაზე, წიგნებსა და შვილიშვილთან ურთიერთობაზე
ბაზისბანკმა Citibank-ში აშშ დოლარის საკორესპონდენტო ანგარიში გახსნა
რუსმა ოლიგარქმა, პირს მორგანთან ინტერვიუში მოუწოდა პუტინს, უკრაინაზე ბირთვული ბომბი ჩამოაგდოს
პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო საქმის განხილვა 26 ოქტომბერს გაგრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)