|
2015-04-06 12:33:02, 485 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშილი: ეს არის პოლიტიკურად წახალისებული კრიმინალური სამყაროს შურისძიება
„ეს არის პოლიტიკურად წახალისებული კრიმინალური სამყაროს შურისძიება“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის პოლიციელის მკვლელობის ფაქტს. როგორც ექს-პრეზიდენტი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, სახელმწიფოს მხრიდან უმოქმედობისა და ხშირად დანაშაულის პირდაპირი წახალისების პირობებში საზოგადოება ვალდებულია თავისი დამცველების დასაცავად ხმა ამოიღოს. „ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს პოლიციელ ბექა მარგიშვილის მკვლელობას. სამწუხაროდ უკვე მერამდენედ კლავენ და ესხმიან თავს მათ, ვინც ხალხი ძალადობისა და აგრესიისგან უნდა დაიცვას. ბექა მარგიშვილის მკვლელობამდე მოკლეს ბორჯომში პოლიციელი გიორგი ბერუაშვილი, ბათუმში პოლიციელი თარეშ მუკბანიანი და ადგილი ჰქონდა ათეულობით პოლიციელის დაჭრასა ან ფიზიკურ ხელყოფას. ეს არის პოლიტიკურად წახალისებული კრიმინალური სამყაროს შურისძიება იმ კანონიერებისა და წესრიგის წინააღმდეგ, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო, ჩვენი ეროვნული სიამაყის, ქართული პოლიციის მუშაობის შედეგად დამყარდა. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში პოლიციელზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე და საზოგადოებაზე ხელის აღმართვა. სახელმწიფოს მხრიდან უმოქმედობისა და ხშირად დანაშაულის პირდაპირი წახალისების პირობებში საზოგადოება ვალდებულია ხმა ამოიღოს თავისი დამცველების დასაცავად“, - წერს მიხეილ სააკაშვილი. შეგახსენებთ, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ცნობისთვის, გუშინ შემთხვევის ადგილას სპეცოპერაცია განხორციელდა, სადაც სამართალდამცველებმა გარდაცვლილი პოლიციელის სავარაუდო მკვლელის პირად ნივთებს მიაგნეს. მოგვიანებით, პროკურატურამ პოლიციელის მკვლელობის ჩამდენი პირის ფოტო გამოაქვეყნა.
დათო ტურაშვილი განათლებაზე, წიგნებსა და შვილიშვილთან ურთიერთობაზე
ბაზისბანკმა Citibank-ში აშშ დოლარის საკორესპონდენტო ანგარიში გახსნა
რუსმა ოლიგარქმა, პირს მორგანთან ინტერვიუში მოუწოდა პუტინს, უკრაინაზე ბირთვული ბომბი ჩამოაგდოს
პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო საქმის განხილვა 26 ოქტომბერს გაგრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)