|
2017-03-27 12:24:00, 2953 ნახვა
მსოფლიო
მარინ ლე პენი: ევროკავშირი იშლება, რადგან ის მოსახლეობას აღარ სჭირდება
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის „ნაციონალური ფრონტიდან“, მარინ ლე პენის განცხადებით, ევროკავშირის იშლება, რადგან ის მოსახლეობას აღარ სჭირდება, - ამის შესახებ BBC იუწყება. "ევროკავშირი მოკვდება - ხალხს ის აღარ სჭირდება. მე ვსაუბრობ ემანსიპაციაზე, გათავისუფლებაზე. მოვუწოდებ ყველა პატრიოტის ჩვენი დროშის ქვეშ გაერთიანდეს", - განაცხადა ლე პენმა. ამასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ჟერარ აროს შეფასებით, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები ევროპისთვის "სიმართლის ჟამი" იქნება. ცნობისთვის, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილსაა დაგეგმილი. მარინ ლე პენის მთავარი კონკურენტები - ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და პროცენტრისტი ფრანსუა ფიიონი არიან. არჩევნების ფავორიტად ემანულ მაკრონი ითვლება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სწორედ მაკრონი გავა მეორე ტურში და მარინ ლე პენს ხმათა უმრავლესობით აჯობებს. შეგახსენებთ, რომ მარინ ლე პენი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა, რა დროსაც ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა და სახელმწიფო დუმას ეწვია. ამასთან, მარინ ლე პენი პრორუს კანდიდატად ითვლება. ის არაერთხელ აცხადებდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა მოიხსნას.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)