|
2017-03-24 15:24:38, 2519 ნახვა
მსოფლიო
იუნკერი: ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლა დაახლოებით 58 მილიარდი ევრო დაუჯდება - არ აიღოთ ბრიტანეთის მაგალითი
ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლა დაახლოებით (50 მილიარდი სტერლიინგი) 58 მილიარდი ევრო დაუჯდება, - ამის შესახებ Sky News იუწყება. „ჩვენ უნდა ზუსტად გამოვითვალოთ თუ რა ვალდებულებები ჰქონდა დიდ ბრიტანეთს აღებული და უკვე ამის შემდეგ ბრიტანეთმა ანგარიში უნდა დაფაროს“, - განმარტა იუნკერმა. როგორც იუნკერმა აღნიშნა, გადასახდელი თანხა იმ პროექტების ღირებულებას შეიცავს, რომლის დაფინანსების პირობა დიდმა ბრიტანეთმა დადო, ასევე ევროკავშირის იმ თანამდებობის პირების პენსიების უზრუნველყოფას, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში ევროკავშირის წევრობის დროს მუშაობდნენ. მისივე თქმით, ანგარიში ბრიტანეთის მთავრობისა და პარლამენტის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს ასახავს. იუნკერის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა "მარცხი და ტრაგედიაა". „ჩვენ მოლაპარაკებებს მეგობრულ და სამართლიან გარემოში წარვმართავთ. არ მაქვს ცუდი დამოკიდებულება ბრიტანეთის მიმართ, პირიქით მინდა ათწლეულების განმავლობაში მასთან კარგი, მეგობრული ურთიერთობა მქონდეს.“, - აღნიშნა იუნკერმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებს მიმართა და დასძინა, რომ მათ დიდი ბრიტანეთის მაგალითი არ უნდა აიღონ. "არ მინდა, რომ სხვებმა ბრიტანეთის მაგალითი აიღონ. ეს იქნება ევროკავშირის დასასრული. წარმოიდგინეთ ერთი წუთით, რომ რამდენიმე წევრმა კავშირი დატოვოს - ეს ხომ იდეის და კავშირის დასასრული იქნება", - მიმართა იუნკერმა წევრ ქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამ გადაწყვეტილებას მხარი პლებისციტში მონაწილე მოქალაქეების ნახევარზე მეტმა დაუჭირა, რის შემდეგაც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი გადადგა - ის ევროკავშირიდნ გასვლას ეწინააღმდეგებოდა. მისი ადგილი ტერეზა მეიმ დაიკავა. ცნობისთვის, 29 მარტს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი "ბრექსითის" დაწყებას გამოაცხადებს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)