|
2017-03-23 12:09:01, 2427 ნახვა
მსოფლიო
ლონდონის ტერაქტთან დაკავშირებით, ბირმინგემში რეიდი ჩატარდა - 7 ადამიანი დაკავებულია
გუშინ, ლონდონში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, ბირმინგემში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან სამართალდამცველებმა რეიდი ჩაატარეს, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ცნობით, ქალაქის ეს უბანი რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო. ადგილზე ათეულობით სამართალდამცველი იყო მობილიზებული, მათი ნაწილი კი შეიარაღებული. პოლიცია ამ ეტაპზე დეტალებს არ აკონკრეტებს. გავრცელებული ინფორმაციით, რეიდის შედეგად, 7 ადამიანი დააკავეს. ამასთან, როგორც უცხოური მედია იტყობინება, აღნიშნული უბნიდან იყო დაქირავებული ავტომობილი, რომელიც ქვეითებს დაეჯახა. შეგახსენებთ, გუშინ ლონდონში, შეიარაღებულმა მამაკაცმა ცივი იარაღით პოლიციელი დაჭრა, შემდეგ კი პარლამენტის შენობისკენ გაიქცა, თუმცა ამ დროს სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. თავდამსხმელი ადგილზე გარდაიცვალა. ცოტა ხნის შემდეგ, ვესტმინსტერის ხიდთან ავტომობილი ქვეითებს გამიზნულად დაეჯახა. სულ ინციდენტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის თავდამსხმელი, 20-მდე კი დაშავდა. სკოტლანდ-იარდმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. პარლამენტის შენობა ამ დროისთვის ბლოკირებულია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ის უკვე ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)