|
2017-03-20 13:20:37, 2387 ნახვა
მსოფლიო
მარტინ შულცმა გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა
ევროპარლამენტის ყოფილმა პრეზიდენტმა მარტინ შულცმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის რიგგარეშე ყრილობაზე, გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა, - ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება. შულცის კანდიდატურას, დამსწრე დელეგატებმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი - 608 დელეგატიდან ხმა მისცა 605-მა დელეგატმა, 3 ბიულეტენი კი გაუქმდა. ყრილობაზე, დელეგატებმა პარტიის თავმჯდომარე და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი, თავისივე სურვილით გადააყენეს და ახალ ხელმძღვანელად მარტინ შულცი აირჩიეს. ზიგმარ გაბრიელმა გამოსამშვიდობებელი სიტყვისას განაცხადა, რომ მისთვის ძალიან რთული იყო პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. მარტინ შულცის კანდიდატურა კანცლერის პოსტზე, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ზიგმარ გაბრიელმა შესთავაზა. ცნობისთვის, 60 წლის გერმანელი პოლიტიკოსი მარტინ შულცი 1994 წლის შემდეგ ევროპარლამენტის დეპუტატია, ევროპარლამენტის თავმჯდომარე კი 2012 წელს გახდა. შარშან ნოემბერში მან განაცხადა, რომ ამ თანამდებობას დატოვებდა და გერმანიის არჩევნებში "სოციალ-დემოკრატების" პარტიული სიით მიიღებდა მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ გერმანიის საპარლამენტო არჩევნები 2017 წლის 24 სექტემბერს არის დაგეგმილი. მოქმედი კანცლერი ანგელა მერკელი კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის სახელით მეოთხედ მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ გუშინ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის ფედერაციის პრეზიდენტობის მოვალეობას ოფიციალურად შეუდგა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)