|
2017-03-18 17:37:15, 2563 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის შს მინისტრი - პარიზის ჩრდილოეთით და „ორლის“ აეროპორტში თავდასხმები ერთი და იგივე პირმა განახორციელა
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ბრუნო ლე რუქსის განცხადებით, „ორლის“ აეროპორტზე თავდამსხმელი მამაკაცი პარიზის გარეუბანში მომხდარ თავდასხმასთან კავშირშია. მისი თქმით, თავდამსხმელმა დღეს დილით, 7 საათზე პოლიციის ქალ თანამშრომელს საბუთების შემოწმებისას ესროლა, შემდეგ კი, ავტომობილი გაიტაცა. როგორც ლე რუქსმა აღნიშნა, ოფიცერი სერიოზულად არ დაშვებულა. მისივე თქმით, შეიარაღებულ მამაკაცს მანამდე პოლიცია და სადაზვერვო სამსახურები აკვირდებოდნენ. ამასთან, The guardian საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პრესსპიკერიზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელს ასაფეთქებელი მოწყობილობა არ ჰქონია. მომხდარს გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც და თავდამსხმელის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ პოლიციელებს მადლობა გადაუხადა. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საფრანგეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს. „საფრანგეთი შეუსვენებლად აგრძელებს დაუნდობელ ბრძოლას ტერორიზმთან, ჩვენი თანამოქალაქეებისა და ტერიტორიის უსაფრთხოების დასაცავად“, - დასძინა პრეზიდენტმა. სპეცოპერაციაში ჩართულ პირებს მადლობა საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ემანუელ მაკრონმაც გადაუხადა. „მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს სიმშვიდე, კონტროლისუნარიანობა და პროფესიონალიზმი“, - განაცხადა პრეზიდენტობის ცენტრისტმა კანდიდატმა. ამ დროისთვის, „ორლის“ აეროპორტიდან 3000 მდე ადამიანია ევაკუირებული, ფრენები კი შეჩერებულია. სავარაუდოდ, აეროპორტი დღეს ღამემდე არ გაიხსენება. ოფიციალურმა პირებმა მოგზაურებს მოუწოდეს, „ორლის“ აეროპორტისგან თავი შორს დაიჭირონ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)