03:12 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 12:15:50, 3187 ნახვა

საზოგადოება მსოფლიო
რუსეთის საგარეო: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია - დაიმახსოვრეთ ერთხელ და სამუდამოდ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებას სპეკულაციად აფასებს, - ამის შესახებ ინფორმაციას "რია-ნოვოსტი" რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილეზე, გრიგორი კარასინზე დაყრდნობით ავრცელებს. 

როგორც კარასინმა აღნიშნა, მსგავსი სპეკულაციები პერიოდულად ჩნდება, თუმცა რაზეა ისინი დაფუძნებული, ძნელი სათქმელია.

მისივე თქმით, საუბარია საკმაოდ მოუქნელ მცდელობებზე, რომლის მეშვეობითაც საქართველოს სურს მეზობელ ქვეყნებს, რუსეთზე ნეგატიური წარმოდგენა შეუქმნას. 

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკები სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რომლებთანაც რუსეთის ფედერაციას კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები აქვს. ეს ჩვენი პოზიციაა და ის ხელშეუხებელი. გთხოვთ, დაიმახსოვროთ ეს ერთხელ და სამუდამოდ“, - განაცხადა კარასინმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ეს კომენტარი ზურაბ აბაშიძის განცხადებას მოჰყვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, რუსეთი ადრე თუ გვიან აფხაზეთის დამოუკიდებლობის გადაწყვეტილებას გაიწვევს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics