|
2015-04-02 11:03:30, 868 ნახვა
სამართალი
ირაკლი შოთაძე: იდეალური საზოგადოება, სადაც ყაჩაღობა, ძარცვა, მკვლელობა არ ხდება, მსოფლიოში არ არსებობს
საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში დღეს მოქალაქეები უფრო მეტად დაუცველები არიან, ვიდრე ადრე. როგორც შოთაძემ "მაესტროს" ეთერში განაცხადა, დანაშაულებები-მკვლელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, ნებისმიერ ქვეყნაში ხდება და მომავალშიც მოხდება, რადგან მისივე განმარტებით, იდეალური საზოგადოება, სადაც ასეთი დანაშაულებები არ ხდება, მსოფლიოში არ არსებობს. შოთაძის განცხადებით, მთავარია, საგამოძიებო ორგანოებმა დანაშაულებს ადეკვატურად უპასუხონ და დამნაშავეები დაუსჯელები არ დატოვონ. ამას კი, შოთაძის მტკიცებით, მთავარი პროკურატურა აკეთებს, რის მაგალითადაც იურიზი ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის დაკავება დაასახელა. "ნებისმიერ მოქალაქეს მინდა ვუთხრა, რომ საქართველოს პროკურატურის საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ არც ერთი დამნაშავე, არც ერთ საქმეზე დანაშაულის ჩამდენი პირი, არ დარჩება დაუსჯელი. ყველა ჩვენს რესურს გამოვიყენებთ, რომ შესაბამისი დანაშაულის ჩამდენი პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ.რაც შეეხება დაუცველობას, მინდა ვთქვა, რომ მკვლელობები ყველგან ყოველთვის ხდებოდა, იმაზე მსჯელობა რომ დღეს საქართველოს მოქალაქეები უფრო დაუცველები არიან, ვიდრე იყვნენ, ან მომავალში იქნებიან, არასწორი იქნება. მსგავსი სასტიკი დანაშაულებები ხდებოდა და მომავალშიც მომხდება, რადგან იდეალური საზოგადოება, სადაც ყაჩაღობა ძარცვა, მკვლელობ არ ხდება, ასეთი საზოგადოება, ქვეყანა სახელწიფო, მსოფლიოში არ არსებობს. მთავარი გამოწვევა ამ შემთხვევაში პროკურატურის სამართალდამცავი ორგანოების არის ასეთ სასტიკ დანაშაულებს მკაცრად ვუპასუხოთ და ამ მიმართულებით ყველაფერს გავაკეთებთ, რისი მაგალითიც არის იური ვაზაგაშვილის მკვლელობის სქმე, სადაც ბრალდებულის სახით დაკავებულია უკვე პიროვნება, რომლის მიმართაც არსებობს მყარი მტკიცებულებები, რომ მან მოახდინა სასაფლაოზე ხელყუმბარის დამონტაჟება, რასაც შედეგად იური ვაზაგაშვილის აფეთქება მოყვა. ჩვენ თითოეულ ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე, თითოეული დამანშავე დაისჯება. მთელი ქვეყანა უნდა გაერთინადეს, რომ ასეთი დამნაშავეები დავსაჯოთ.ამას მხოლოდ პროკურატურა ვერ გააკეთებს. პროკურატურას ამ მიმართულებით სჭირდება პირველ რიგში საზოგადოების მხარდაჭერა, რისი დიდი იმედიც გვაქვს",-განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)