|
2017-02-20 11:50:10, 3426 ნახვა
მსოფლიო
Haaretz - ისრაელში ყველაზე ხშირად უკრაინის, საქართველოსა და ეგვიპტის მოქალაქეებს არ უშვებენ
ისრაელში ყველაზე ხშირად უკრაინის, საქართველოსა და ეგვიპტის მოქალაქეებს არ უშვებენ, - ამის შესახებ Haaretz ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის სტატისტიკაზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 2016 წელს ქვეყანაში არ შეუშვეს უკრაინის დაახლოებით 5700 და საქართველოს 3500 მოქალაქე. როგორც Haaretz-ი წერს, ბოლო წლებში ამ ქვეყნების მოქალაქეებმა ისრაელში თავშესაფრის მოთხოვნით 10 ათასზე მეტი განაცხადი შეიტანეს. ისრაელმა სავიზო რეჟიმი უკრაინასთან 2011 წელს გააუქმა, 2014 წელს კი საქართველოსთან. ამასთან, ისრაელში არ შეშვების შემთხვევების 68%-ი აღნიშნულ 3 ქვეყანაზე მოდის. 2016 წელს ისრაელში ჯამში 16 534 ადამიანი არ შეუშვეს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების 548 და დიდი ბრიტანეთის 160 მოქალაქეც იყო.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)