|
2017-02-18 12:23:52, 3332 ნახვა
მსოფლიო
პოროშენკო: შეცდომა იქნებოდა ფიქრი, რომ პუტინის მადა მხოლოდ უკრაინით შემოიფარგლება
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთის ხელისუფლება უკრაინის სახელმწიფოს სიძულვილში დაადანაშაულა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "პუტინს ღრმად და გულწრფელად სძულს უკრაინა. ის უარყოფს, რომ არსებობს უკრაინელი ერი, მე ეს პირადად ვიცი. ის უკრაინელებს რუსეთის ნაწილად თვლის და მას ევროპის რუკის შეცვლა სურს. მაგრამ შეცდომა იქნებოდა იმის ფიქრი, რომ პუტინის მადა მხოლოდ უკრაინით შემოიფარგლება. მხოლოდ ერთი დრო და ერთი ადგილია, სადაც შესაძლებელია უარი ითქვას რუსულ რევანშიზმზე. ეს დრო ახლაა და ადგილი კიდევ უკრაინაა", - განაცხადა პოროშენკომ. ცნობისთვის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამართულ პირველ დისკუსიაზე განხილვის მთავარი თემა უკრიანა-რუსეთის ურთოერთობები, ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება და აშშ-ის შიდა პოლიტიკური საკითხები იყო.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)