|
2015-04-01 09:31:57, 755 ნახვა
სამართალი
შსს-ს წარმომადგენლებმა ბათუმის ორ საჯარო სკოლაში სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები ჩაატარეს
შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა - ნანა ხალითბამ, ლელა კვანტალიანმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა ბათუმის N16 და N23 საჯარო სკოლების უფროსკლასელებს სამართლებრივი კულტურის გაკვეთილი ჩაუტარეს. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული გაკვეთილები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროექტის „სამართლებრივი განათლების პროგრამა“ შემადგენელი ნაწილია და მასში შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მონაწილეობს. სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საერთაშორისო ორგანიზაცია „PH INTERNATIONAL“-ის ერთობლივი პროექტის - „სამართლებრივი განათლების პროგრამა“ ფარგლებში, ბათუმის საჯარო სკოლებში რამდენიმე თვის განმავლობაში, კვირაში ერთხელ ტარდება. გაკვეთილები ინტერაქტიულია, მოიცავს თამაშებს, რაც მოსწავლეებს უადვილებს სამართალდამცველების მიერ მიწოდებული ინფორმაციის სწორ და ეფექტურ აღქმას. შსს-ს წარმომადგენლები, რომლებიც სამართლებრივი კულტურის გაკვეთილებს პერმანენტულად ატარებენ, აღნიშული პროგრამისთვის ტრენინგების მეშვეობით სპეციალურად არიან გადამზადებული. პროექტი მოსწავლეებში სამართლისა და მართლმსაჯულების სფეროში მათი უფლებების, პასუხისმგებლობის შესახებ ცოდნის ამაღლებას და მოზარდებში დანაშაულის პრევენციას ისახავს მიზნად. სწავლება მეცხრე კლასის მოსწავლეთათვის ტარდება შემდეგ თემებზე: სამართლებრივი კულტურის არსი და მნიშვნელობა; არასრულწლოვანი და კანონი; ძალადობა - ძალადობა ოჯახში, ბულინგი სკოლებში; მავნე ჩვევები და მათი სახიფათო შედეგებისგან თავდაცვა; ორგანიზებული დანაშაული (ტრეფიკინგი, ნარკოტიკებით და იარაღით უკანონო ვაჭრობა); სასამართლო სამართალწარმოება. აღნიშნული პროექტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები ამ დროისთვის თბილისის, ახალციხის, რუსთავის და ქუთაისის 20 საჯარო სკოლაში ტარდება.
მსოფლიოში უდიდესმა კონტეინერმზიდმა კომპანიამ რუსეთის შავი ზღვის პორტები დატოვა - Bloomberg
Bloomberg: პუტინი უკრაინაში ესკალაციისთვის ემზადება და შესაძლოა, ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს მიმართოს
ლუკაშენკომ ჯარების მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმების შესახებ განაცხადა CIA-ს ხელმძღვანელის პუტინთან ვიზიტის პარალელურად
თავშესაფარი მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „ზაქარას კეთილი მანქანის" მხარდაჭერას აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ „პატრიოტის“რამდენიმე რაკეტა მიიღო
რუსეთმა მოლდოვასთან სასაზღვრო კიდევ ერთ პუნქტი დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)