|
2017-02-09 08:38:00, 2736 ნახვა
მსოფლიო
აფეთქება და ხანძარი პარიზის მეტროში - დაშავდა 8 ადამიანი
საფრანგეთში პარიზის მეტროსადგურ Place d’Italie-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ფრანფული მედია იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მომხდარის გამო, მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა. ამასთან, სადგურზე აეთქებაც მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა, არ უკავშირდება ტერორიზმს. ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტროსადენების გაუმართაობამ გამოიწვია. ფრანგი ჟურნალისტი რემი ბუისინი სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, ზოგიერთ მათგანს ხანძრით გამოწვეული დაკვამლიანების გამო სუნთქვის პრობლემები შეექმნა. ჯერჯერობით, აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური უწყებების კომენტარი არ გავრცელებულა. მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სახანძრო ბრიგადები იყო მობილიზებული.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)