|
2017-02-04 12:58:38, 2969 ნახვა
მსოფლიო
სიეტლის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო განკარგულების მოქმედება დროებით შეაჩერა
სიეტლის ფედერალურმა სასამართლომ შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო განკარგულების მოქმედება მთელი ქვეყნის მასშტაბით, დროებით შეაჩერა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პრეზიდენტის განკარგულების წინააღმდეგ სარჩელი ვაშინგტონისა და მინესოტას შტატებმა შეიტანეს. ვაშინგტონის გენერალური პროკურატურის განცხადებით, სასამართლომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურად უნდა ცნოს და გააუქმოს. „არავინ დგას კანონზე მაღლა, მათ შორის არც პრეზიდენტი“, - აღნიშნა ვაშინგტონის გენერალურმა პროკურორმა, ბობ ფერგიუსონმა. ამასთან, მედიის ცნობით, სიეტლის ფედერალური მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, იუსტიციის სამინისტრო გაასაჩივრებს. გარდა ამისა, თეთრი სახლის ადმინისტრაციის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულება არის კანონიერი და მიზანშეწონილი. მათივე თქმით, მთავრობის მეთაურს "აქვს კონსტიტუციური უფლება და ვალდებულება ამერიკელები დაიცვას". შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, შვიდი მუსლიმი ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკაში შესვლა 90 დღის განმავლობაში აეკრძალათ. ამ განკარგულებამ აეროპორტებში ქაოსი გამოიწვია, ვინაიდან ირანის, ერაყის, ლიბიის, სომალის, სუდანის, სირიისა და იემენის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ამასთან, განკარგულების თანახმად, ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა სირიელ ლტოლვილებს გაურკვეველი ვადით აეკრძალათ. აღნიშნულ განკარგულებას, დონალდ ტრამპმა ხელი 28 იანვარს მოეწერა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პრეზიდენტის განკარგულების შემდეგ, ვიზა 60 000-მდე პირს გაუუქმდა. ტრამპის გადაწყვეტილებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)