|
2017-01-27 16:46:11, 2380 ნახვა
მსოფლიო
გერმანიას ახალი საგარეო მინისტრი ჰყავს - ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს
გერმანიის პრეზიდენტმა იოაჰიმ გაუკმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი და ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი ზიგმარ გაბრიელი დანიშნა, - ამის შესახებ BBC იუწყება. "თქვენზე ფსონები ისე მაღალია, როგორც არასდროს. ჩვენ წინაშე სერიოზული პრობლემაა: ჩვენ უნდა დავიცვათ ევროკავშირი და ტრანსატლანტიკური პარტნიორობა და მომავალში ერთად ვიმუშაოთ. წარმატებას გისურვებთ", - მიმართა გერმანიის პრეზიდენტმა ახალ მინისტრს. მედია საშუალების ინფორმაციით, უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. თანამდებობის დატოვების შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ჟურნალისტებს ჯერ კიდევ 25 იანვარს განუცხადა. ის გერმანიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. პრეზიდენტის თანამდებობაზე შტაინმაიერი ქვეყნის კანცლერმა ანგელა მერკელმა წარადგინა. ცნობისთვის, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრად პირველად 2005 წელს დაინიშნა და 2009 წლემდე ასრულებდა მოვალეობებს. ასევე, 2007-2009 წლებში ვიცე-კანცლერი იყო. შტაინმაიერი, ასევე იყო გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 2009 წლის არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან კანცლერობის კანდიდატი გახდა. ხოლო 2013 წლიდან ისევ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოღვაწეობდა. შეგახსენებთ, რომ გერმანიაში საპრეზიდენტო არჩევნები 12 თებერვალს არის დანიშნული. მოგების შემთხვევაში ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი მოქმედ პრეზიდენტ იოაჰიმ გაუკს შეცვლის.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)