|
2017-01-25 12:45:51, 2788 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი: ეროვნული უსაფრთხოების დიდი დღეა - ჩვენ კედელს ავაშენებთ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ დღეს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რიგ ნაბიჯებს გადადგამს, კერძოდ კი „მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების" შესაბამის განკარგულებას მოაწერს ხელს. „ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდი დღე იქნება. ყველაფერთან ერთად ჩვენ კედელს ავაშენებთ“, - დაწერა დონალდ ტრამპმა. BBC-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი შესაბამის განკარგულებას დღეს საღამოს მოაწერს ხელს. მედიის ცნობით, მომდევნო დღეებში ახალი პრეზიდენტი კიდებ რამდენიმე რეზონანსულ საკითხს მოაწერს ხელს, რომლებიც მიგრაციის გამკაცრებას და საზღვრების კონტროლს შეეხება. როგორც ამერიკული მედია წერს, ამ კვირას ტრამპი ასევე გასცემს განკარგულებას სირიის, ერაყის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებისათვის ამერიკული ვიზების გაცემის შეჩერებაზე. აკრძალვა მანამ იმოქმედებს, სანამ აშშ-ის ხელისუფლება დევნილების შემოწმების უფრო მკაცრ მექანიზმს არ შეიმუშავებს. ყველაზე მეტი რეზონანსი "მექსიკის საზღვართან კედლის აშენების" საკითხმა გამოიწვია. აღსანიშნვია, რომ ეს პროექტი მექსიკელების დიდმა ნაწილმა დადებითად შეაფასა, რადგან ჩათვალეს, რომ ასე მშენებლობაზე დასაქმდებიან. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპი აცხადებდა, რომ კედლის საფასურის გადახდას თვითონ მექსიკელებს დააკისრებს. აღნიშნულს მექსიკის ხელისუფლება გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საფასურის გადახდას არ აპირებს. ცნობისთვის, აშშ-მექსიკის საზღვარზე ახლაც არსებობს კედელი, რომელიც პერიოდულად „წყდება“. თუმცა ტრამპი 3 ათას კილომეტრიანი კედლის აშენებას გეგმავს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)