|
2017-01-19 14:11:46, 2845 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში ზვავმა სასტუმრო მოიყოლა - არის მსხვერპლი
იტალიაში, ზვავის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ზვავმა აბრუცოს რეგიონში გრან სასოს მთასთან მდებარე სასტუმრო მოიყოლა. სასტუმროში ინციდენტის დროს 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ზვავის ჩამოწოლა იტალიაში გუშინ მომხდარმა მიწისძვრამ გამოიწვია. უამინდობის გამო, ზვავის ჩამოწოლის ადგილას სამაშველოები მხოლოდ რამდენიმე საათში მივიდნენ. "ძალიან ბევრი გარდაცვლილი, თუმცა ზუსტ რაოდენობას ჯერ ვერ ვასახელებთ. შენობის სახურავი პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა ზვავის ჩამოწოლის შედეგად", - განაცხადა სამაშველო სამსახურის უფროსმა ანტონიო კროჩეტიმ. 2 დაშავებული ადამიანი, რომელიც მაშველებმა მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს, საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მედიის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რეგიონში თოვლის საფარი 5 მეტრს აღწევს, რაც მაშველების მუშაობას აფერხებს. ცნობისთვის, გუშინ იტალიის რამდენიმე ოლქში: ლაციო, აბრუცო და მარკე რამდნეიმე საათის განმავლობაში 4 მძლავრი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად აბრუცოს ოლქში 83 წლის მამაკაცი დაიღუპა. ის სახლის ნანგრევებში მაშველებმა იპოვეს. კიდევ ერთი ადამიანი დაკარგულად ითვლება. შეგახსენებთ, რომ ბოლო მძლავრი მიწისძვრა იტალიაში აგვისტოს თვეში მოხდა. მაშინ 300 ადამიანი დაიღუპა. ათასობით სახლი დაინგრა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)