|
2017-01-14 13:58:11, 2707 ნახვა
მსოფლიო
ბარაკ ობამამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სანქციების გახანგრძლივება ყირიმის ანექსიასა და უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტში რუსეთის ჩართულობას უკავშირდება. დოკუმენტს აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა. ამასთან, მედიის ცნობით, ბარაკ ობამამ სანქციები ირანის, კუბას, ლიბიის, ზიმბაბვეს და ვენესუელას წინააღმდეგაც გაახანგრძლივა. როგორც BBC წერს, პირველი სანქციები 2014 წელს ცალკეული რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწესდა, რომლებსაც აშშ ყირიმის ანექსიაში ადანაშაულებდა. სიაში მოხვედრილებს, აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებოდათ და მათი საბანკო ანგარიშები დაბლოკილი იყო. თანდათან ამერიკამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოება დაიწყო. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ დონბასში ოფიციალური მოსკოვი პრორუსულ ფორმირებებს ეხმარებოდა. რუსეთი ამ ბრალდებებს ამ დრომდე უარყოფს. 2016 წლის დეკემბერში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი გაფართოების შესახებ განაცხადა. იმავე თვეში, ბარაკ ობამამ ვაშინგტონიდან და სან-ფრანცისკოდან 35 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა. გაძევების მიზეზად, რუსეთის მხრიდან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჰაკერების მეშვეობით ჩარევა დასახელდა. აშშ-ის მოქმედი ხელისუფლება თვლის, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრორუსულ კანდიდატია და კიბერთავდასხმები სწორედ მის დასახმარებლად ხორციელდებოდა. BBC-ის ცნობით, ოფიციალური მოსკოვი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ფავორიტი არ ჰყავდა. რუსეთის დახმარება თავად დონალდ ტრამპმაც უარყო. შეგახსენებთ, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს ჩატარდება. რესპუბლიკელი კანდიდატი, აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეცვლის. დონალდ ტრამპმა დემოკრატების კანდიდატ ჰილარი კლინტონს ამომრჩეველთა კოლეგიის ხმათა უმრავლესობით მოუგო.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)