|
2017-01-11 13:43:46, 1083 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილესთან მაიკლ კარპენტერთან შეხვედრა გამართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა თავდაცვის სფეროში საქართველო-ამერიკის თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. შეხვედრაზე ასევე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას, მათ შორის აღინიშნა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში 2016 წელს ქვეყნებს შორის გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობა. მაიკლ კარპენტერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ელჩმა თავდაცვის მდივნის მოადგილეს საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო და ასევე ინფორმაცია მიაწოდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესზე. მაიკლ კარპენტერმა კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. მხარეებმა ნატო-ს ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს, მათ შორის განიხილეს მიმდინარე წლის თებერვალში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის გამართვის შესაძლებლობა. მაიკლ კარპენტერმა კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ს დეპარტამენტის სრული მზაობა მომავალშიც ხელი შეუწყოს საქართველოსთან წარმატებულ თანამშრომლობას.
კობახიძე - არ შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ
კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე - არის მარტივი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ვაშლიჯვარში კლდე ცამოიშალა და სახლი მოიყოლა- ერთი ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)