08:18 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-11 00:26:48, 3218 ნახვა

მსოფლიო
კეტი პერი, სკარლეტ იოჰანსონი, შერი - ამერიკელი ქალი ვარსკვლავები ტრამპის წინააღმდეგ მსვლელობაში მიიღებენ მონაწილეობას

ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის ინაუგურაციისთვის განსაკურებულად ემზადებიან არჩეული პრეზიდენტის მომხრეებიც და მოწინააღმდეგებიც.

ამერიკელი ვარსკვლავები ქალთა მსვლელობაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 21 იანვარს, ვაშინგტონში, ინაუგურაციის მეორე დღეს გაიმართება. მარშში მონაწილეობას მიიღებენ: შერი, კეტი პერი, სკარლეტ იოჰანსონი, ოლივია უალდი, ამერიკა ფერერა, ემი შუმერი, ჯულიანა მური, ფრენსის მაკდორმენდი და სხვები.

ამავე დღეს, 150 ანალოგიური ღონისძიება ჩატარდება აშშ-ის სხვადასხვა შტატში. იუტაში მსვლელობას უხელმძღვანელებს მსახიობი და ტელეწამყვანი ჩელსი ჰენდლერი.

ცნობისთვის, 20 იანვარს, ამერიკის დროით 12:00 საათზე, შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება. არჩეული პრეზიდენტი სიტყვით 3 მილიონი ადამიანის წინაშე წარდგება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics