|
2017-01-06 13:25:15, 2530 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მ ოსამა ბილ ლადენის შვილი, ჰამზა ბინ ლადენი შავ სიაში შეიყვანა
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდას" ყოფილი ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის შვილი, ჰამზა ბინ ლადენი შავ სიაში შეიყვანა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ჰამზა ბინ ლადენის შავ შიაში შეყვანის შემდეგ, აშშ-ის მოსახლეობას მასთან კომუნიკაცია ეკრძალება და მისი ყველა ანგარიში ქვეყნის ტერიტორიაზე "გაყინვას" ექვემდებარება. შავ სიაში, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს, ჰამზა ბინ ლადენი, "განსაკუთრებით საშიშ, საერთაშორისო ტერორისტადაა" დასახელებული. აღნიშნულ სიაში, ბინ ლადენის გარდა, "ალ-ქაიდას" კიდევ ერთი ლიდერი, იბრაგიმ ალ-ბანნაა შეყვანილი. აშშ-ის სპეცსამსახურებში აცხადებენ, რომ ჰამზა ბინ ლადენი დაჯგუფება "ალ-ქაიდას" აქტიური პროპაგანდისტი მას შემდეგ გახდა, რაც პაკისტანში, 2011 წლის მაისში აშშ-ის მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის დროს მამამისი, ოსამა ბინ ლადენი მოკლეს. როგორც BBC-ი წერს, სპეცსამსახურებმა, ბინ ლადენის სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს წერილები, რომლებსაც ჰამზა ბინ ლადენი "ალ-ქაიდას" ამჟამიდენ ლიდერს წერდა. წერილებში ბინ ლადენი, ლიდერს სწავლებას სთხოვდა და მისი მემკვიდრე ყოფილიყო. სპეცსამსახურების ინფორმაციით, ოსამა ბინ ლადენი შვილისთვის "ალ-ქაიდას" ხელმძღვანელობის გადაბარებას გეგმავდა. ცნობისთვის, ოსამა ბინ ლადენის დაღუპვის შემდეგ, "ალ-ქაიდას" ლიდერი ეგვიპტელი აიმან ზავაჰირი გახდა. ამასთან, ჰამზა ბინ ლადენი პერიოდულად ვიდეო მიმართვებს ავრცელებდა, სადაც აშშ-ს ახალი დარტყმებით ემუქრებოდა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)