|
2017-01-04 13:24:52, 2362 ნახვა
მსოფლიო
თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის ფოტო და ვიდეო გაავრცელეს
თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის ფოტო და ვიდეო გაავრცელეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, თუ როდის და სად არის გადაღებული კადრები. როგორც BBC წერს, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ღამის კლუბზე თავდასხმასთან დაკავშირებით ამ დროისთვის 12 ეჭვმიტანილი დააკავეს. თურქეთის ვიცე-პრემიერის ნუმან ქურთულმუშის განცხადებით, პოლიციას თავდამსხმელის თითის ანაბეჭდები აქვს. ამასთან, არსებული ინფორმაციით, თავდასხმელი შესაძლოა უზბეკეთის ან ყირგიზეთის მკვიდრი იყოს. გამოძიება ცდილობს დაადგინოს, დაკავშირებულია თუ არა კლუბზე თავდამსხმელი ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმასთან. ორივე თავდასხმაზე პასუხისმგელობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ცნობისთვის, თავდამსხმელი კლუბთან ტაქსით მივიდა, შემდეგ კი ავტომატი მანქანის საბარგულიდან ამოიღო. მან შესასვლელში მდგარი პოლიციელი და ტურისტული სააგენტოს თანამშრომელი მოკლა, რის შემდეგაც შენობაში შევიდა. თავდამსხმელი დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში ისროდა, რა დროსაც 100-ზე მეტი გასროლა განახორციელა. მოგვიანებით კი ტანსაცმელი გამოიცვალა და მიიმალა. შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს, ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა უმრავლესობას უცხოელები წარმოადგენენ. დაღუპულთა შორის არიან თურქეთის 11 მოქალაქე, საუდის არაბეთის 7 მოქალაქე, ერაყის 3 მოქალაქე, ლიბანის 3 მოქალაქე,იორდანიის 2 მოქალაქე, ინდოეთის 2 მოქალაქე და მაროკოს 2 მოქალაქე, ასევე გერმანიის, სირიის, ტუნისის, ბელგიის, ქუვეითის, კანადისა და რუსეთის მოქალაქეები. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)