|
2016-12-29 12:42:48, 2581 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ისრაელს მოუწოდებს, ძალა მოიკრიბოს და 20 იანვარს დაელოდოს
აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელს მოუწოდებს, 20 იანვარს დაელოდოს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ცნობით, დონალდ ტრამპი ისრაელს მისი ინტერესების დაცვას პირდება. ტრამპის თქმით, ისრაელმა ძალა და მოთმინება უნდა მოიკრიბოს და მის ინაუგურაციას დაელოდოს, რომელიც 20 იანვარს გაიმართება. "ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ისრაელს დამამცირებლად და პატივისცემის გარეშე მიმართონ. აშშ-ის სახით მათ ადრე ჰყავდათ მშვენიერი მეგობარი, თუმცა ახლა არა. დასასრულის დასაწყისი ირანთან მიღწეული შეთანხმება იყო, ახლა ეს გაერო-ს რეზოლუცია! იყავი ძლიერი, ისრაელო, 20 იანვარი შორს არაა!", - განაცხადა აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც პალესტინურ ტერიტორიებზე ებრაული დასახლებების მშენებლობას გმობს. აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ რეზოლუციის წინააღმდეგ ვეტოს გამოყენებაზე უარი განაცხადა და კენჭისყის დროს თავი შეიკავა. რეზოლუციის მიღებამ ისრაელის პრემიერ-მინისტრის უკმაყოფილება გამოიწვია. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი რეზოლუციის შესრულებას არ აპირებს. უშიშროების საბჭოში გამართული კენჭისყრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა ბარაკ ობამას ამდინისტრაცია და გაერო გააკრიტიკა. მან გაერო-ს უწოდა კლუბი, სადაც ხალხი სალაპარაკოდ და დროის სატარებლად იკრიბება.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)