10:20 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-28 21:55:34, 3136 ნახვა

მსოფლიო
ბერლინში, საშობაო ბაზრობაზე თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი, 40 წლის ტუნისელი დააკავეს

გერმანიაში, 19 დეკემბერს ბერლინის საშობაო ბაზრობაზე განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი 40-წლის ტუნისელი დააკავეს.

გერმანიის პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულს კავშირი ჰქონდა 24 წლის ტუნისელ ანის ამრისთან, რომელიც თავდასხმის შემსრულებლად მიიჩნევა. ანის ამრი იტალიის პოლიციამ გასულ კვირას მილანში მოკლა.

19 დეკემბერს სატვირთო მანქანა ბერლინის საშობაო ბაზრობაზე შევარდა, რასაც 19 ადამიანი ემსხვერპლა, 49-მა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

24 დეკემბერს ტუნისის უსაფრთხოების ძალებმა ანის ამრის ბიძაშვილი და კიდევ ორი ეჭვმიტანილი დააკავეს.

შეგახსენებთ, ბერლინის ცენტრში, 60 კილომეტრის სიჩქარით მოძრავი სატვირთო მანქანა საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე შევარდა. დაიღუპა 12 ადამიანი. 48 კი დაშავდა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაზე პასუხსიმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics