|
2016-12-28 12:34:20, 2585 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციას ISIS-ის მხარდაჭერაში ადანაშაულებს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციას "ისლამური სახელმწიფოს" მხარდაჭერაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას აქვს მტკიცებულებები, რომ აშშ და მისი მოკავშირეები სირიაში ექსტრემისტულ დაჯგუფებებს უჭერენ მხარს, მათ შორის "ისლამურ სახელმწიფოს". "ისინი ჩვენ "დაეშის" მხარდაჭერაში გვადანაშაულებდნენ. ახლა თავად ეხმარებიან ტერორისტულ დაჯგუფებებს, მათ შორის "დაეშს", სახალხო თავდაცვის რაზმებს, "დემოკრატიულ კავშირს" . ეს სავსებით აშკარაა. ჩვენ გვაქვს დადასტურებული მონაცემები ფოტოებითა და ვიდეოთი", - განაცხადა ერდოღანმა. როგორც BBC წერს, 2015 წლის ბოლოს, თურქეთის მიერ რუსული სუ-24-ის ჩამოგდების გამო რუსულ-თურქული ურთიერთობების გამწვავების პერიოდში, მოსკოვმა არაერთხელ დაადანაშაულა ანკარა და პირადად პრეზიდენტი ერდოღანი "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებთან ნავთობით ვაჭრობაში. მაშინ თურქეთის ლიდერი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფდა და პირობა დადო, რომ თანამდებობას დატოვებდა, თუ მისი ტერორისტებთან კავშირი დადასტურდებოდა. ცნობისთვის, აშშ-ის ეგიდით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია სირიასა და ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ავიადარტყმებს ახორციელებს. 10 დეკემბერს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა განაცხადა, რომ სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მებრძოლი ქურთი და არაბი მებრძოლების დასახმარებლად 200-მდე ამერიკელ სამხედროს გაგზავნიან. კარტერის ინფორმაციით, სირიაში გაგზავნიან ისნტრუქტორებს, სამხედრო მრჩევლებსა და გამნაღმველებს. ამასთან, წინა კვირას ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრმა, თურქეთის ავიაციას სირიაში 88 მსიდობიანი მოსახლის დაღუპვაში ბრალი დასდო.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)