|
2016-12-27 14:45:40, 2738 ნახვა
მსოფლიო
არგენტინის ფინანსთა მინისტრი პოსტს ტოვებს
არგენტინის ფინანსთა მინისტრი თანამდებობას ტოვებს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია უუწყება. მედიის ცნობით, ალფონსო პრატ-გაის გადაწყვეტილება “ნებაყოფლობით-იძულებულია". როგორც მინისტრთა კაბინეტში აცხადებენ, ქვეყნის რეცესიიდან გამოსაყვანად ფინანსთა სამინისტრო ორ უწყებად უნდა გაიყოს, რომლებიც სხვადსახვა მიმართულებით იმუშავებენ. ცნობისთვის, ალფონსო პრატ-გაი, რომელიც წარსულში არგენტინის ცენტრალურ ბანკს ხელმძღვანელობდა, ფინანსთა მინისტრი გასულ წელს გახდა. მისი გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება სოციალური მღელვარების ფონზე იქნა მიღებული. მოსახლეობის უკმაყოფილება მტკივნეულმა ეკონომიკურმა რეფორმება გამოიწვიეს. ხელისუფლებაში მაურისიო მაკრის მოსვლის შემდეგ არგენტინა ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. პრეზიდენტმა ბაზრის რეფორმა გაატარა, რომელიც არგენტინის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და ინფლაციის შემცირებისკენ იყო მიმართული. თუმცა ამჟამინდელი მდგომარეობა შემაშფოთებელია: სტატისტიკის თანხმად, ქვეყნის მოსახლოების მესამედი სიღარიბის ზღვარზე იმყოფება.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)