|
2016-12-27 13:03:17, 1096 ნახვა
პოლიტიკა
დავით დარჩიაშვილი არ გამორიცხავს, „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვოს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით დარჩიაშვილი არ ეთანხმება პარტიის პოლიტიკური საბჭოს 27 წევრის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ, ვინაიდან ის 7 000 დელეგატიანი ყრილობის მოსამზადებელი სამუშაოების გაჭიანურებას ემსახურება. როგორც დარჩიაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ყრილობის საორგანიზაციო სამუშაოებთან დაკავშირებით კითხვები არსებობს და პოლიტსაბჭოს მოვალეობაა, ამ საკითხებზე იმსჯელოს. დარჩიაშვილის აზრით, საორგანიზაციო კომიტეს, რომელიც 7000 დელეგატიანი ყრილობის მოსამზადებლად, პოლიტსაბჭოს წინა სხდომის გადაწყვეტილებით შეიქმნა, აღნიშნული საქმის განხორციელების ლეგიტიმაცია არ აქვს. დარჩიაშვილის განმარტებით, ეს უფლებამოსილება მას მთელმა პოლიტიკურმა საბჭომ უნდა მიანიჭოს: „ამ კომიტეტის წევრები თვლიან, რომ არ არის ეს საჭირო. მიაჩნიათ, რომ წინა პოლიტსაბჭო, რომელზეც გადაწყდა, რომ ასეთი კომიტეტი უნდა არსებობდეს, არის საკმარისი, ასეთი სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა ამ საკითზე. არ ვეთანხმები ამ განცხადებას, მიმაჩნია, რომ ყრილობის საორგანიზაციო სამუშაოებზე არსებობს კითხვები და პოლიტსაბჭო იმის პოლიტსაბჭოა, რომ იმსჯელოს ამ კითხვებზე და თუ არ იქნება ქვორუმი, სამწუხაროა, ესეიგი ვერ ვიმსჯელებთ. ტრაგედიას ნუ გამოვიყვანთ აქედან, მგონია, რომ უბრალოდ ყველამ თავის თავში ცივილიზებულობა და ევროპულობა უნდა ნახოს და გადაწყვეტილებამდე ისე მივიდეთ. თუ არ გამოდის ერთად, თუ არის აზრთა სერიოზული სხვაობა, სჯობს, ცალ-ცალკე ვიყოთ და ისე მოვუაროთ ბავშვს როგორც იტყვიან, როგორც ცივილიზიებულ ადამიანებს შეეფერება“,-აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა. კითხვაზე- შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვოთ თქვენ და მათ, ვინც იმ 27 კაციან სიაში არაა, დარჩიაშვილმა ასე უპასუხა: „არ არის ნამდვილად გამორიცხული ასეთი რამ. მგონია, რომ აზრთა სხვადასხვაობა ღრმაა, უბრალოდ გვაერთიანებს მიზანი, რომ ქვეყანა იყოს ნორმალური, განვითარებული სახელწმიფო, რომელიც ღირსეული პარტნიორი იქნება ცივილიზებული ევროპისთვის და შეეერთებული შტატებისთვის, ეს მიზანი ნამდვილად გვაერთიანებს და ამაში ეჭვი არ მეპარება, ვინ რა მხარესაც არ უნდა იდგეს.მაგრამ რატომ წავაგეთ არჩევნები, ხვალ რა გზით ვიაროთ, ვის გავუწოდოთ ხელი, ვის არ გავუწოდოთ ხელი, ამაზე აზრთა სხვადასხვაობებია, ისევე როგორც იმაზე, ყრილობის მომზადება როგორ უნდა ხდებოდეს. როცა მიზანი ერთი გაქვს, მაგრამ ამ მიზნის გზებს განსხვავებულად ხედავ, შეიძლება გაყრა იყოს გამოსავალი, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო. ვნახოთ, შეიძლება რაღაც შეთანხმება მოხდეს“,-განუცხადა დავით დარჩიაშვილმა „ექსპრესნიუსს“. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა ნაწილის განცხადება
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)