10:20 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-26 13:02:54, 2869 ნახვა

მსოფლიო
მექსიკაში შობას 13 ადამიანი მოკლეს - ნარკოკარტელებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს

მექსიკის დასავლეთ ნაწილში შობას 13 ადამიანი მოკლეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, მიჩოაკინის შტატის ქალაქ ხიკილპან-დე-ხუარესში პოლიციამ 6 მოჭრილი თავი იპოვა. ბოლო პერიოდში ამ შტატში დაპირისპირებულ ნარკოკარტელებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ მოკლულების იდენტიფიცირება და სხეულების პოვნა ჯერ ვერ შეძლო.

გარდა ამისა, მეზობელ შტატ გერეროში უცნობმა პირებმა ორი ოჯახის წევრები მოკლეს. სამარტალდამცველების ინფორმაციით, ბოროტმოქმედები სახლში შეიჭრნენ და ცოლ-ქმარი, ასევე ხუთსულიანი ოჯახი მოკლეს. აღსანიშნავია, რომ 7 მოკლულიდან 3 სამართალდამცველი აღმოჩნდა.

ცნობისთვის, გერერო მექსიკის ყველაზე კრიმინოგენულ შტატად ითვლება, სადაც ერთდროულად რამდენიმე მსხვილი ნარკოკარტელი მოქმედებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics