|
2016-12-26 11:46:44, 2636 ნახვა
მსოფლიო
დღეს რუსეთში გლოვის დღეა
დღეს რუსეთში, მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, გლოვის დღეა გამოცხადებული. პირველი თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 10 ცხედარი იყო, სოჭიდან მოსკოვში უკვე ჩავიდა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, მოსკოვში ჩამოვარდნილი ლაინერის 86 ფრაგმენტი გაგზავნეს. მოსკოვში ავიაკატასტროფის მსხვერპლთა იდენტიფიცირება და გენეტიკური ექპერტიზა ჩატარდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ტუ-154-ის ჩამოვარდნის ადგილას აღმოჩენილია 11 ცხედარი და თვითმფრინავის 154 ფრაგმენტი. რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა მაქსიმ სოკოლოვმა განაცხადა, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა ან პილოტირების შეცდომა გახდა. ამავე დროს, რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების მეთაურმა, ვიქტორ ბონდარიოვმა განაცხადა, რომ ტუ-154 ტექნიკურად გამართული იყო და მას ცოტა ხნის წინ რემონტი ჩაუტარდა. მაქსიმ სოკოლოვის თქმით, სოჭის რაიონში სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ზონა გაფართოვდება, რადგან დინებამ შესაძლოა, თვითმფრინავის ნამტვრევები და ცხედრები აფხაზეთის მხარეს წაიღო. ოპერაციაში 39 გემი და 3,5 ათასი ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის 135 მყვინთავი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ტუ-154 25 დეკემბრის დილით სოჭის აეროპორტიდან გაფრენიდან მალევე ჩამოვარდა, თვითმფრინავი შავ ზღვაში ჩავარდა, სანაპიროდან 1,5 კილომეტრში. თავდაცვის სამინისტროს დაზუსტებული მონაცემებით, შავ ზღვაში ჩამოვარდნილი ტუ-154-ის ბორტზე სულ 84 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი იმყოფებოდა. მგზავრებს შორის უმრვალესობას ალექსანდროვის სახელობის ანსამბლის მუსიკოსები წარმოადგენენ. ბორტზე ანსამბლის 64 წევრი იმყოფებოდა. ამასთან, თვითმფრინავში იმყოფებოდნენ, რუსული პირველი არხის, ტელეკომპანია НТВ-ს და “ზვეზდას” გადამღები ჯგუფები. ბორტზე იმყოფებოდა ასევე ჰუმანიტარული აქტივისტი ელიზავეტა გლინკა. სამხედრო ტუ-154 მოსკოვის ოლქის ქალაქ ჩკალოვსკიდან სირიის ლატაკიაში მიფრინავდა, სოჭში ლაინერი საწვავის დასამატებლად გაჩერდა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)