|
2016-12-20 21:54:27, 1171 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში ბელარუსის საელჩო საზეიმო ვითარებაში გაიხსნა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბელარუს კოლეგა ვლადიმირ მაკეისთან ერთად საქართველოში ბელარუსის საელჩოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" საგარეო უწყებიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, საზეიმო ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრებმა. მათ კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პროცესში თბილისში ბელარუსის საელჩოს გახსნის მნიშვნელობა. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიმოიხილა საქართველო-ბელარუსის ორმხრივი ურთიერთობები, როგორც პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული მიმართულებით. „ბელარუსის საელჩოს გახსნა საქართველოში ადასტურებს ბელარუსის ძალიან დიდ ინტერესს კიდევ უფრო აქტიურად განვითარდეს როგორც ორმხრივი ურთიერთობები, ასევე თანამშრომლობა რეგიონალურ და საერთაშორისო ფორმატებში; გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკური კავშირები, ხალხთაშორისი კონტაქტები და კულტურული დიალოგი. ორმხრივი ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის შესამჩნევად ღრმავდება. ამ ყველაფერს კიდევ უფრო მეტი იმპულსი ეძლევა დღეს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ცერემონიით" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ საელჩოს გახსნის ღონისძიებებზე. მიხეილ ჯანელიძემ საელჩოს გახსნა ასევე მიულოცა ბელორუსის ელჩს საქართველოში მიხეილ მიატლიკოვს და მას წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. ბელორუსის საელჩოს გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, მათ შორის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები. ბელორუსის საელჩო მდებარეობს თბილისში მისამართზე - ა. მეგრელაძის ქ. 5. აღსანიშნავია, რომ თბილისში ბელორუსის საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2015 წელს ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის დროს. ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა აღმასრულებელი და საკანონდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. ვლადიმერ მაკეიმ ასევე მოინახულა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ხურვალეთი და პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)