|
2016-12-20 16:30:12, 1109 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის დელეგაცია მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას კომიტეტის დელეგაციამ მხარდაჭერა გამოთქვა საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციის საკითხთან დაკავშირებით. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულების მიმდინარეობის საკითხები და ისაუბრეს იმ კონკრეტულ ბენეფიტებზე, რომელიც DCFTA - ს საქართველოსათვის მოაქვს. დელეგაციის წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი სწრაფად დასრულდება. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის დელეგაციამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ბერლინში მომხდარი ტრაგედიის გამო გამოხატული თანაგრძნობისათვის.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)