07:20 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-19 20:02:32, 1332 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო მინისტრმა პოლონეთის ახლადდანიშნული ელჩი მიიღო

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ  პოლონეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნული ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი მიიღო. ელჩთან  შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
 
შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს  ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სხვადასხვა ფორმატში მიმდინარე ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. მიხეილ ჯანელიძემ კმაყოფილებით აღნიშნა პოლონეთის განსაკუთრებული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის  მიმართ.  ხაზი გაესვა საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევის გზაზე, პოლონეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. 
 
მარიუშ მაშკიევიჩმა დაადასტურა პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და აღნიშნა, რომ იგი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. მიხეილ ჯანელიძემ პოლონეთის ელჩს წარმატება უსურვა მის მომავალ საქმიანობაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics