|
2016-12-19 15:53:32, 2110 ნახვა
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო საჯარო სკოლებში პროექტს „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“ ახორციელებს
შინაგან საქმეთა მინისტრი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად, უსაფრთხოების გაკვეთილს დაესწრო. შსს-ს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილი და ალექსანდრე ჯეჯელავა თბილისის 176-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ და შსს-ს პროექტის ფარგლებში ჩატარებულ უსაფრთხოების გაკვეთილს დაესწრნენ. მათივე ცნობით, პროექტი - „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 42 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. გაკვეთილებს მოსწავლეებისთვის საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და „112“-ის წარმომადგენლები ატარებენ. გაკვეთილზე სპეციალურად ამ პროგრამისთვის შექმნილი გზამკვლევის პრეზენტაცია მოეწყო. სახელმძღვანელოში მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის საგზაო მოძრაობის წესები და საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის ნორმები ადაპტირებული სახითაა წარმოდგენილი. „დასავლური ღირებულებების სახელმწიფოს მშენებლობა ამ პატარა ადამიანებიდან, მათი დამოკიდებულებიდან და გადაწყვეტილებიდან იწყება. ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათ კარგად გაიაზრონ უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და კანონისადმი პატივისცემის მნიშვნელობა. ამ მიმართულებით, შსს ინტენსიურად მუშაობს და რამდენიმე პროექტს ახორციელებს, მათ შორის, უახლესია - „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“, რომლის ფარგლებში შესაბამისი სახელმძღვანელო შეიქმნა. მინდა, მადლობა გადავუხადო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში შეტანილი წვლილისთვის და, რა თქმა უნდა, ამ ბავშვებს, რომლებიც დიდი ინტერესით ჩაერთნენ შსს-ს თანამშრომლების მიერ ჩატარებულ გაკვეთილში. მე ამ პატარების დიდი იმედი მაქვს,“ - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა. მოსწავლეებს, სასწავლო წლის განმავლობაში, 10 გაკვეთილი ჩაუტარდებათ. შსს-ს წარმომადგენლები მოზარდებს კრიზისულ ვითარებაში - მიწისძვრის, ხანძრის, წყალდიდობის, ავტოსაგზაო და სხვადასხვა გადაუდებელი შემთხვევის დროს ქცევის წესებს და უსაფრთხოების აუცილებელ ნორმებს შეასწავლიან. სასწავლო პროგრამის მიზანია მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მოზარდების ცნობიერების ამაღლება.
თბილისიდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოჰყვა, დაიღუპა 6 ადამიანი 11 ბავშვი დაშავდა
ანგელა მერკელმა გერმანელებს მოუწოდა „დემოკრატიისთვის ბრძოლისკენ“ AfD-ის მზარდი პოპულარობის ფონზე
რუსეთის ლენინგრადის რეგიონში, დრონები ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ, გაჩნდა ხანძარი
CIA-ს ხელმძღვანელმა კრემლს ტრამპთან, ზელენსკისთან და პუტინთან სამიტის გამართვა შესთავაზა - Axios
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)