|
2016-12-15 21:02:00, 2087 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის ყოფილ საელჩოსთან ალეპოში მიმდინარე გენოციდი გააპროტესტეს
თბილისში რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან, სამოქალაქო საზოგადოების ორმოცამდე წარმომადგენელმა, რუსეთის საწინააღმდეგო აქცია გამართა. ქაციის მონაწილეებმა, სირიის დედაქალაქ ალეპოს განადგურება გააპროტესტა. აქციის მონაწილეთა აზრით, რუსეთის არმია მიწასთან ასწორებს ალეპოს და საერთაშორისო თანამეგობრობა უმოქმედოა. აქციაზე გამოიტანეს სხვადასხვა შინაარსის პლაკატები. პლაკატებზე ეწერა "STOP RUSSIA" "რუსეთი ყველგან ოკუპანტია" "შეწყდეს სირიელების გენოციდი". აქციის ორგანიზატორების თქმით, 2011 წელს დაწყებული სირიის კონფლიქტის დასრულება მრავალჯერ იყო შესაძლებელი, თუმცა ამას ხელს უშლის რუსეთი, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყანა, რომელიც სირიის პრეზიდენტის ბაშასრ ალ-ასადის ერთგული მოკავშირეა და უზრუნველყოფს მის სამხედრო კამპანიას, რომელიც მიმართულია, ძირითადად, მშვიდობიანი მოსახლეობისა და ამბოხებულების განადგურებაზე. ასადის მიერ არა ერთხელ მოხდა აკრძალული იარაღის გამოყენება, მათ შორის, ქიმიური და კასეტური იარაღის. ცნობისთვის, 12 დეკემბერს, სირიის სამთავრობო ჯარებისა და მისი მოკავშირეების (რუსეთი, ირანი) მიერ მოხდა ისტორიული ქალაქის ალეპოს დაკავება. იმავე დღეს, სოციალურ ქსელებში გავრცელდა მოსახლეობის მიმართვები, სადაც ისინი საუბრობენ სირიის სამთავრობო ჯარის მიერ რიგითი ადამიანების მასობრივ განადგურებაზე. გიორგი ჭაბაკაურის ფოტო
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)