|
2016-12-14 21:36:45, 1128 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: 2017 წლის ბიუჯეტი არის განვითარებაზე, ფისკალურ მდგრადობაზე ორიენტირებული
2017 წლის ბიუჯეტი არის განვითარებაზე, ფისკალურ მდგრადობაზე ორიენტირებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალკვაძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. თალაკვაძის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტი, რომელიც უკვე დამტკიცდა, არის განვითარებაზე, ფისკალურ მდგრადობაზე ორიენტირებული და ასეთია სავალუტო ფონდის შეფასებაც, რომელიც უკვე გამოეხმაურა ბიუჯეტის ახალ პროექტს. მისივე თქმით, პრიორიტეტები თანხმობაშია მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის 4-პუნქტიან გეგმასთან. „მოდით, კიდევ ერთხელ ვნახოთ, რა შედის დაფინანსებულ სფეროებს შორის პირველ ათეულში: ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, განათლება, მუნიციპალიტეტები, პოლიცია და მართლწესრიგი, ეკონომიკა, თავდაცვა. რეალურად ჯანდაცვაში ჩვენ გვაქვს ზრდა, განათლებაში გვაქვს ზრდა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა ბიუჯეტის თვალსაზრისით და ეს პრიორიტეტები თანხმობაშია მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის 4-პუნქტიან გეგმასთან“,-აღნიშნა თალაკვაძემ. თალაკვაძემ ოპოზიციას მიმართა და დაინტერესდა, თუ რას არ ეთანხმებით ამ 4-პუნქტიან გეგმაში. მისივე თქმით, ეკონომიკა მუშაობს და კიდევ უფრო სწრაფად ამუშავდება 2017 და შემდგომ წლებში. „არ ეთანხმებით განათლების რეფორმას, სივრცით მოწყობას, თუ ეკონომიკურ რეფორმას. მმართველობით რეფორმებს პირდაპირ ეთანხმებით, რადგან თქვენს მესიჯებში პირდაპირ ჩანს მოთხოვნა ამ რეფორმებზე. ამიტომ ეს არის ბიუჯეტში ასახული და ამას აუცილებლად ბოლომდე წარმატებით მივიყვანთ. ასევე, თქვენ ნახეთ დადასტურებული მაჩვენებლები, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი იზრდება. საინტერესოა მაშინ თქვენი კონტრარგუმენტი, რომ ეკონომიკა არის შეჩერებული, როგორ მუშაობს, თუ მთლიანი შიდაპროდუქტი იზრდება, თუ ინვესტიციები იზრდება, როგორ ხდება ეს ყველაფერი შეჩერებული ეკონომიკის ფონზე. რეალურად ეკონომიკა მუშაობს და კიდევ უფრო სწრაფად ამუშავდება 2017 და შემდგომ წლებში“,-განაცხადა თალაკვაძემ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)