00:19 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-13 21:25:15, 1496 ნახვა

პოლიტიკა
„ხაბაზი, ონიანი, ხურცილავა - ისინი შემცირებაში მოაყოლა „შიდადემოკრატიის“ სახელით მოქმედმა ენმ-ის მმართველმა გუნდმა“

კობა ხაბაზი, გოგა ონიანი, ზურაბ ცერცვაძე, გიორგი (ჯეო) ხურცილავა, ვაჟა წოწკოლაური, გიორგი ბაბაკიშვილი, ეს ადამიანები შემცირებაში მოაყოლა "შიდადემოკრატიის" სახელით მოქმედმა ენმ-ს მმართველმა გუნდმა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

როგორც თაქთაქიშვილი განმარტავს, აღნიშნული პიროვნებები ღიად გამოთქვამდნენ პოზიციას და მხარს უჭერდნენ დიდი, 7000-დელეგატიანი ყრილობის ჩატარებას. მისი ვარაუდით, სწორედ ეს გახდა მათი "შემცირებაში მოყოლის" მიზეზი.

"კობა ხაბაზი - თავისუფალი ზონის დამფუძნებელი და ენმ-ს რეგიონული დეპარტამენტის გურიის კოორდინატორი,
გოგა ონიანი - ენმ-ს ერთ-ერთი იურისტი, პარტიის აქტივისტების ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხებზე,
ზურაბ ცერცვაძე - საჩხერეში (!!!!!) ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი და რეგიონული დეპარტამენტის იმერეთის კოორდინატორი,
გიორგი (ჯეო) ხურცილავა - 2002 წლიდან პარტიის თანამშრომელი, რეგიონული დეპარტამენტის ქვემო-ქართლის კოორდინატორი,
ვაჟა წოწკოლაური - 2002 წლიდან პარტიის თანამშრომელი, ფრაქციის აპარატის უფროსი და მცხეთა-მთიანეთში წარმომადგენელი,
გიორგი ბაბაკიშვილი - ენმ-ს ერთ-ერთი იურისტი, მოიგო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული საჯარო მოხელეების არაერთი სკანდალური საქმე,
ეს ადამიანები ღიად გამოთქვამდნენ პოზიციას და მხარს უჭერდნენ დიდი, 7000-დელეგატიანი ყრილობის ჩატარებას.
დღეს ისინი შემცირებაში მოაყოლა "შიდადემოკრატიის" სახელით მოქმედმა ენმ-ს მმართველმა გუნდმა.
დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი უხელფასოდაც ყველაფერს გააკეთებს ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. მაგრამ სირცხვილია!!!!!!!!!!!!! ძალიან დიდი სირცხვილი!!!", - წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics