|
2016-12-11 13:32:38, 1618 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: საქართველო გმობს ძალადობის გამოვლინებას და კვლავ განაგრძობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტამბოლში მომხდარი აფეთქების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სტამბულში მომხდარი ორი აფეთქების გამო. საქართველო მტკიცედ გმობს ძალადობის ასეთ სასტიკ გამოვლინებას და კვლავ განაგრძობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“,-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, სტამბოლში, ტაქსიმის მოედანთან მომხდარი ორი აფეთქების შედეგად, 29 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 27 პოლიციელია, 166 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თავდასხმის სამიზნე პოლიცია იყო. მისივე თქმით, უკვე დაკავებულია 10 ეჭვმიტანილი. სულეიმან სოულის ინფორმაციით, თურქეთში, სტამბოლის ცენტრში, ტაქსიმის მოედანთან მდებარე სტადიონთან ავტომობილში ჩადებული ბომბი დისტანციური მართვის საშუალებით აამოქმედეს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)