|
2016-12-09 20:19:31, 1343 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ პირველად, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოზე საქართველოს მეგობარი ქვეყნების მიერ გაკეთდა განცხადება კონფლიქტის თემაზე, რომელიც შევა მინისტერიალის დოკუმენტთა პაკეტში. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მეგობარი ქვეყნები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მეგობარი ქვეყნები, ასევე გამოთქვამენ მხარდაჭერას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი, გაერო-ს ქარტიაზე, ჰელსინკის დასკვნით აქტზე, საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებზე დაყრდნობით. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარება, განსაკუთრებით გამოყოფილია ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია. განცხადებაში აღნიშნულია პროგრესის საჭიროება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარ თემებზე, კერძოდ, ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ჩამოყალიბება და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მეგობარი ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. "ექსპრესნიუსი" მეგობარი ქვეყნების ერთობლივ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "ჩვენ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)