23:20 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 17:06:05, 1319 ნახვა

პოლიტიკა
სერგეენკო: თანამშრომელთა შემცირება არ იქნება, ან თუ იქნება, ერთეულ შემთხვევებში

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მის უწყებაში ადმინისტრაციული და სახელფასო ანაზღაურების 10% -იანი კლებაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება თანამშრომელთა შემცირებას, სერგეენკო ამბობს, რომ ეს ერთეულ შემთხვევებში მოხდება:

„ხარჯების პროცენტის შეკვეცაზე საუბარი შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც პარლამენტი მომავალი წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. ზოგადად, ვიცით, რომ ადმინისტრაციული და სახელფასო ანაზღაურების 10% -იანი კლებაა მოსალოდნელი, მაღალი ალაბთობით ეს ასეც იქნება. ჩვენ საკმაოდ გამოწურული ბიუჯეტი გვქონდა, მაღალი ადმინისტრაციული ხარჯები ისედაც არ გვქონდა. ახლა ვგეგმავთ დაზოგვები განვახორციელოთ ჯამურ ბიუჯეტში იმისთვის, ვინც მართლა ეფექტურად მუშაობს 10%-იანი კლება არ მოხდეს , არამედ შევქმნათ იმის შესაძლებლობა, რომ მათ სხვა მიმართულებით დაზოგილი თანხები დავუბალანსოთ. ჩვენი პირდაპირი ამოცანა არ არის თანამშრომლების შემცირება. არავითარ შემთხვევაში, ეს არ ყოფილა და არც იქნება. ბიუჯეტის პარამეტრებმა კიდევ უფრო დაგვაჩქარებინა იმ ინსტრუმენტების ამუშავება, როემლიც ობიექტური კრიტერიუმებით გაზომავს თანამშრომლების მუშაობის შესრულებას. ვფიქრობ, თანამშრომელთა შემცირება არ იქნება, ან თუ იქნება, ერთეულ შემთხვევებში“,-განაცხადა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics